„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური გუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში წარადგენს.
ასეთ შემთხვევაში ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო“ - ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.
„როგორი უნდა იყოს ქუთაისი? პირველი და უპირველესი, რაც არის ჩვენი გუნდის ამოცანა, ეს იქნება ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება. მას უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციული სტატუსი, სტატუსი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს, ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა
მმართველი გუნდი ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას ფარსს უწოდებს