სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, სუდანში განვითარებულ მოვლენებს "თვალს დიდი შეშფოთებით ადევნებს".

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და რეგიონალურ პარტნიორს, გარდამავალი პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნონ“, - ვკითხულობთ ბორელის განცხადებაში.

ამასთან, სუდანში სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება წაართვეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე დღეს, დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.