მარკ ცუკერბერგი: „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად კოორდინირებულად მუშაობენ

კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად კოორდინირებულად მუშაობენ. ამის შესახებ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში წერს.

ცუკერბერგი მსხვილი ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობას ეთანხმება.

„მსურს, განვიხილო ჩვენი კომპანიის გარშემო ბოლო დებატები. მჯერა, რომ მსხვილი ორგანიზაციები უნდა შემოწმდეს და მე ვისურვებდი, რომ მეცხოვრა ისეთს საზოგადოებაში, სადაც ეს ხდება. კეთილსინდისიერი კრიტიკა გვეხმარება, რომ გავხდეთ უკეთესები. თუმცა, არის გაჟონილი დოკუმენტების შერჩევითად გამოყენების კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი კომპანიის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად“, - წერს ცუკერბერგი.