ჩინეთი 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას აანონსებს

ჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივმა მთავრობამ 5 პროვინციაში უკვე გამოაცხადა, რომ 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიამ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა.