ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

„მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის აცრის რეკომენდაცია ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უკვე გასცა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს.

„ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, რომ Spikevax-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღება შეიძლება განიხილებოდეს 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.