რუსეთში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 36 446 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 316 019-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა.