ნიგერიაში, მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 16 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ათობით შეიარაღებულმა პირმა მაშეგუს რაიონის სოფელ მაზა-კუკაში მდებარე მეჩეთი დაიკავა და ცეცხლი გახსნა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.