ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კოვიდ-19-ის სიტუაციის ანალიზი დადებითი არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ჩანს, კოვიდ-19-ის კრიზი ჯერ არ დასრულდება.

მათივე ცნობით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზი დადებითი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში.