მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 413 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

"ევროპის რეგიონში უკვე მეოთხე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 21%-ით, მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით", - ვკითხულობთ ანგარიშში.