ბელგიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მასშტაბით კვლავ კოვიდ შეზღუდვებს აანონსებს

„ჩვენი დაცვის კედლები უნდა ავწიოთ“, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის გამო, სხადასხვა სახის შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში 29 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, ასევე მოსახლეობამ პირბადეები უნდა ატარონ კაფეების, რესტორნებში.

ცნობისთვის, ბელგიაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში 75%-ით გაიზარდა.