„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს

ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში დიალას პროვინციის სოფელ ალ-ჰავაშაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ამასთან, როგორც ადგილობრივები სამართალდამცველებთან აღნიშნავენ, შეიარაღებულმა პირებმა ადამიანების წინააღმდეგ ნახევრად ავტომატური იარაღი გამოიყენეს.