ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრი: ერთადერთი ვარიანტი რჩება - სრული ჩაკეტვა და ეკონომიკური ცხოვრების შეჩერება

„თუ გარკვეული სახის ზომები არ იმუშავებს, ერთადერთი ვარიანტი რჩება: სრული ჩაკეტვა და ეკონომიკური ცხოვრების შეჩერება“, - ამის შესახებ ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა სტოიჩო კაცაროვიმ განაცხადა.

ბულგარეთში, ბოლო ერთ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 813 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, დახურულ საჯარო ადგილებში შესვლისთვის ჯანმრთელობის საშვის წარდგენა გასული კვირის ხუთშაბათიდან სავალდებულო გახდა. ამის შემდეგ ვაქცინის მიმღები პირების რაოდენობა ქვეყანაში გაოთხმაგდა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სტოიჩო კაცაროვის ინფორმაციით, საავადმყოფოებში მდგომარეობა კრიტიკულია და ბულგარელებს შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა.