თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა

Bloomberg-ის განცხადებით, თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა, ხოლო ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელში 5%-ით ნაკლებ დროს ატარებს.

ამასთან, Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებში სოციალური ქსელის პოპულარობა თანდათან კარგავს.

"ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში; შემცირებულია თინეიჯერების Facebook-ზე რეგისტრაციის მაჩვენებელი; ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები", - ვკითხულობთ დოკუმენტებში.

The Verge-ის ცნობით, Facebook-ი კომპანიის რებრენდინგსა და ყველასათვის კარგად ცნობილი სახელის შეცვლას გეგმავს.

Verge-ის მტკიცებით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის სიტყვებიც.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ", - განაცხადა ცუკერბერგმა.

ცნობისთვის, მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა.