EPP საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანონ. ამის შესახებ პარტია Twitter-ზე წერს.

ევროპის სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაშფოთებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში. თუ ამას არ გააკეთებთ, მთავრობამ მისი ჯანმრთელობის ნებისმიერი სახის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას იღებთ", - წერს EPP.