რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ოფიციალურად შეხვდება.

თურქეთის პირველი პირის თქმით, დღის წესრიგის მთავარი საკითხი F-35 ტიპის გამანადგურებლების საკითხი იქნება.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ამერიკელ კოლეგას გლაზგოში, შოტლანდიაში შეხვდება, სადაც COP26 კლიმატის სამიტია დაგეგმილი.