რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი: ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი

რუსეთში, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 67.8%-ია აცრილი, - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში "კოლექტიური იმუნიტეტის" მაჩვენებელი 45.7%-ია.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 80%-ის აიცრაა საჭირო.