მედია: კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ.

ამასთან, „კოვიდ-19“-ის გავრცელების აღსაკვეთად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა.

ჩრდილოეთ კორეაში ყოველდღიურ საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება და მოთხოვნამ მიწოდებას უკვე გადააჭარბა.