მედია: რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო

რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო. მუზეუმის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ ქალაქის მიერ შეთავაზებულ ფართობზე. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა ToT-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი წმინდად კომერციული ხასიათისაა და უსარგებლოა ქალაქისა და კულტურის განვითარებისთვის. "ერმიტაჟის" ფილიალის გახსნის თაობაზე კატალონიის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჯერ კიდევ 2012 წელს მიაღწიეს. მაგრამ ბარსელონის მერიამ 9 წლის განმავლობაში არ გასცა მშენებლობის უფლება.

ვარაუდობდნენ, რომ რუსული მუზეუმისთვის ახალი შენობა აიგებოდა 16,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, საიდანაც საგამოფენო ფართობი 4 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა. ხოლო დანარჩენი ფართობი რესტორნებსა და კაფეებს უნდა დათმობოდა.