მედია: ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა

"ინდოეთმა „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა", - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს რაკეტის პირველი ოპერატიული გამოცდაა.

„Agni-V-ს წარმატებული გამოცდა შეესაბამება ინდოეთის გაცხადებულ პოლიტიკას ბირთვული შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც პირველ რიგში, ეფუძნება ვალდებულებას, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი“, - ვკითხულობთ ინდოეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.