ჟოზეფ ბორელი: „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს

"„გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს", - ამის შესახებ საგარეო საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენ ვხედავთ „გაზპრომის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. ბუნებრივი აირი არის პროდუქცია, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსასვლელად და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 60 მილიონი ევროს ღირებულების გრანტის გამოყოფით გადაიდგა.პრობლემა, რომ მხოლოდ 60 მილიონი ევორთი მოგვეგვარებინა, ადვილი იქნებოდა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ხელს არ შეუშლის მოლდოვას „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების დადებაში და ეს ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა.

Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს.

კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. კრემლი ხელშეკრულების განახლებას განზრახ აჭიანურებს, რის გამოც, ქვეყანა ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა. გაზის კრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 ოქტომბერს კი პოლონოეთთან დრობეითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მოლდოვა გაზსს პოლონეთისგან მიიღებს, სანამ "გაზპრომთან" "პოლიტიკურ ვაჭრობას" დაასრულებს.

Financial Times-ის ინფორმაციით, "გაზპრომს" ასევე სურდა მოლდოვას ევროკავშირის წესების იმპლემენტაცია გადაედო, რომელიც გაზის ბაზრების ლიბერალიზაციას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას მოითხოვს.

რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც მოლდოვის არჩევნებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე პარტიამ გაიმარჯვა.

„გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს.

ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას.

კრემლის მაღალჩინოსანმა დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებში მოსკოვის წარმომადგენელია, გასულ კვირას მოლდოვის ფიციალურ პირებს შეხვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა რადგან გაზის ფასზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს.

ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში მოლდოვის ოფიციალური პირები "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდებიან.

ევროკავშირის დიპლომატებმა მოუწოდეს მოლდოვას რუსულ კომპანიასთან ხელი არ მოაწეროს ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას. სანაცვლოდ, მოიძიოს მოკლევადიანი გამოსავალი, ზამთრისთვის.

ქვეყანამ დრობითი გამოსავალი მართლაც იპოვა და 26 ოქტომბერს პოლონეთთან ხელშეკრულება გააფორმა გაზის მიწოდების თაობაზე.

გაზის კრიზისის გამო, პროდასავლურ მთავრობას ქვეყანაში შიდა დაძაბულობის და არეულობის საფრთხეც ემუქრება.

აღსანიშნავია რომ ევროპაში, გაზის ფასების მატების გამო, მოსალოდნელ კრიზისზე ევროკავშირის ლიდერებიც საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს.

პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მათთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში ევროპასთან მდგრადი და საიმედო თანამშრომლობა

ამის შესახებ პუტინმა რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან გამართულ თათბირზე განაცხადა.

„გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს