მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers-ი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, COVID 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 223 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.