საფრანგეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს სურთ, საფრანგეთის ელჩს გაესაუბრონ. დიპლომატის დაბარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საფრანგეთმა ბრიტანული თევზმჭერი გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„მე დავავალე მინისტრს ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში, ვენდი მორტონს, რომ მოლაპარაკებისთვის გამოიძახოს საფრანგეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რადგან განმარტოს გაერთიანებული სამეფოსა და არხის კუნძულების წინააღმდეგ იმედგამაცრუებელი და არაპროპორციული მუქარის შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა.

ამასთან, საფრანგეთში ამტკიცებენ, რომ ლონდონმა ფრანგი მეთევზეების ნახევარს თევზჭერის უფლება არ მისცა და ლიცენზია გაუუქმა. ამის გამო პარიზი ლონდონს „ბრექსიტის გარიგების“ დარღვევაში ადანაშაულებს.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ფრანგ მეთევზეებს უნდა ჰქონოდათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ისინი ლონდონისგან ლიცენზიას მიიღებდნენ.