ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა.

როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ევროკავშირის ელექტრონული სისტემის ნაწილია.

"ამიერიდან ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მოგზაურობისას შეეძლებათ სერტიფიკატების წარდგენა. სერტიფიკატი ისეთ მონაცემებს აჩვენებს, როგორიცაა ვაქცინაციის სტატუსი, ნეგატიური ტესტის პასუხი ან/და უახლოეს წარსულში ვირუსისგან გამოჯანმრთელება.

მანამდე, 16 სექტემბერს ევროკავშირმა აღიარა სხვა ქვეყნების კოვიდ სერტიფიკატები: ალბანეთი; ფარერის კუნძულები; ისრაელი; მოროკო; ჩრდილოეთი მაკედონია; პანამა; თურქეთი და უკრაინა.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოც შეუერთდება აღნიშნული ქვეყნების რიცხვს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.