ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვადსხვა რეგიონში ვაქცინაციის მარათონს მართავენ.

აცრის მოძრავი კაბინეტი სოფლებში მოსახლეობასთან მიდის და ვაქცინაციის აუცილებლობაში არწმუნებს.

ერთ თვეზე მეტია აცრის მაქსიმალური მაჩვენებელი 6000-ს არ სცდება.

დღემდე საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 033 040 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %. სრულად ვაქცინირებულია 935 726 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.8%.

ბოლო 24 საათში, COVID 19-ით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 763, საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან მძიმე პაციენტია 1 581 ადამიანი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პაციენტი, 1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 41 374 პაციენტი კი სახლში მკურნალობს.