ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიის ჩამონათვალს 4 ქვეყანა დაუმატა

ევროკავშირის საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიის ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული არგენტინა, კოლუმბია, ნამიბია და პერუ დაუმატა.

ამასთან, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: არგენტინა, კოლუმბია, პერუ, ნამიბია, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.