აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

„ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება.

„ფაიზერის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი წარმოების ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90,7-პროცენტიან ეფექტურობას იძლევა.

როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვაქცინების მიწოდებას შაბათიდან დაიწყებენ და ის აშშ-ში მცხოვრები 28 მილიონი შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის იქნება ხელმისაწვდომი.