საუდის არაბეთში ლიბანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს

საუდის არაბეთმა ლიბანის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებბ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუდის არაბეთში ლიბანის ელჩი დაიბარეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

ცნობისთვის, საუდის არაბეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ლიბანის ინფორმაციის მინისტრის ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები თავს იცავენ, ხოლო ომს იემენში უსარგებლოს უწოდებს. გარდა ამისა, მან იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩართვას აგრესია უწოდა.