ერაყში აშშ-ის საელჩოსთან ახლოს სამი რაკეტა ჩამოვარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის სიახლოვეს, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს, სამი ერთეული რაკეტა ჩამოვარდა. დაბომბვა ერაყში მიმდივნარე არჩევნების პარალელურად მოხდა.

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამოვარდნილი რაკეტები საბჭოთა წარმოებისაა. ბომბები ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ საავადმყოფოსთან, ბანკთან და ამ რაიონის წყლის მართვის განყოფილებასთან ახლოს დაეცა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.