ბრიტანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი მატარებელი გვირაბში არსებულ ობიექტს დაეჯახა, ხოლო მეორე მატარებელს აღნიშნული მატარებელის სიგნალის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სატრანსპორტო პოლიციის თანამაშრომლები არიან მობილიზებული.