ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, 24 წლის კაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსების და ფილმების სერიის პერსონაჟის, „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა.