ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები დღეს პირველად გახსნა

ისრაელში შესვლა შეეძლება ყველა ტურისტს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება.

ცნობისთვის, ოფიციალური თელ-ავივი გაზაფხულზე გეგმავდა ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.