ნიგერიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი

"ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობის ნანგრევებში მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან მოყოლილი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ მიმდინარეობს.