ჯო ბაიდენი: კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები

"კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებითან განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები შეასრულებს თავის დაპირებას და 2030 წლის ბოლომდე სათბურის გაზების გამონაბოლქვს 50 %-ით შეამცირებს.

„ჩემი ადმინისტრაცია გადაჭარბებით მუშაობს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ -კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება არის მოქმედება და არა სიტყვები,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.