სტამბოლი-ჰამბურგის რეისის შესრულების დროს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ბორტზე  გარდაიცვალა

"ავიაკომპანია „პეგასუსის“ სტამბოლი-ჰამბურგის რეისის შესრულების დროს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ბორტზე გარდაიცვალა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

51 წლის კაცი, რომელიც რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა, გერმანიის მოქალაქე იყო.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი მარტო მგზავრობდა და ფანჯარასთან იჯდა, რის გამოც პირის გარდაცვალება დანარჩენმა მგზავრებმა ვერ გაიგეს.

ამასთან, ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა.