სომხეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, 310 629 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, 310 629 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 272 332 პაციენტი კი COVID19-ისგან გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 1232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 61 ადამიანი ემსხვერპლა.