შანხაის დისნეილენდში ერთ სტუმარს Covid-19 დაუდგინდა, რის გამოც 30 000 ვიზიტორი შენობაში ჩაკეტეს

"ჩინეთმა 30 000 ვიზიტორი ჩაკეტა შანხაის დისნეილენდში მას შემდეგ, რაც ერთ სტუმარს Covid-19 დაუდასტურდა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვირას შანხაის დისნეილენდში 30000-ზე მეტი ვიზიტორი პარკის კარიბჭესთან დარჩა და ადმინისტრაციამ მათ Covid-19-ის ტესტის ჩატარება მოსთხოვა.

ამასთან, შანხაის დისნეილენდში ვიზიტორებს ახლა პირბადეების ტარება მოეთხოვებათ. პარკში შესვლამდე აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი და სოციალური დისტანციის დაცვა. დისნეილენდში სტუმრობის მსურველებმა ბილეთები ინტერნეტის საშუალებით უნდა შეიძინონ, რათა რიგებში მასობრივი თავშეყრა აიცილონ.