ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა

ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი აფეთქება 400-ადგილიანი საავადმყოფოს შესასვლელთან, ხოლო მეორე საავადმყოფოს მახლობლად მოხდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული. ამასთან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.