ქაბულში ორ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში, სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის სამხედრო საავადმყოფოსთან მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 43 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქში დღეს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.