აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში PFIZER-ით აცრას მხარი დაუჭირა

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო „PFIZER“-ის ვაქცინის გამოყენებას 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მხარი დაუჭირა",- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ასაკის ბავშვებში აცრა, შესაძლოა, ოთხშაბათიდან დაიწყოს.

“ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს შვილების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით ახლა ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, ვაქცინა დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა მიიღოს,“- აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.