ჩინეთში COVID19-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში COVID19-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ახალი შემთხვევებიდან 35 ქალაქ ხეიხეში დაფიქსირდა.

ამასთან, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან. ასევე, ქორწილებზე და მასობრივ შეკრებებზე უარი თქვან.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 97 423 შემთხვევაა გამოვლენილი.