ნიუ-იორკის მერი ყოფილი პოლიციელი, აფროამერიკელი ერიკ ადამსი გახდა

ყოფილმა პოლიციელმა ერიკ ადამსმა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ყოფილი პოლიციელი შშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო.

ერიკ ადამსი ნიუ-იორკის უკვე მეორე აფროამერიკელი მერია. აღსანიშნავია, რომ ყოფილი სამართალდამცველის საარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა ნიუ-იორკის უსაფრთხოება იყო.

„ჩემი საარჩევნო კამპანია წარმატებული იყო. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ამისრულდა ოცნება და ნიუ-იორკის მერი გავხდები. ესაა ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს“, - დაწერა ადამსამა Twitter-ზე.

მისი კონკურენტი, რესპუბლიკური პარტიიდან კი ორგანიზაცია Guardian Angels-ის დამფუძნებელი კერტის სილვა იყო.აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივისტებისგან შედგება და კრიმინალურ ჯგუფებს ებრძვის.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე, ნიუ-იორკის მერობის ორივე კანდიდატის გამოცდილება კრიმინალთა ბრძოლას უკავირდება.