პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს

პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მარსელო რებელო დე სოუზას საკონსულტაციო ორგანომ, სახელმწიფო საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა პრეზიდენტის წინადადება პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

ადმინისტრაციის განმარტებით, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ დაამტკიცა.

ადმინისტრაციის განცხადებაში, თუ როდის გაიმართება ვადამდელი არჩევნები აღნიშნული არ არის.