აშშ-ის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ბაიდენის განცხადებით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია.

როგორც აშშ-ის პირველი პირი აღნიშნავს, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

„ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.