ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება

ირანი თანახმაა, მასსა და ექვს ქვეყანას შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები 29 ნოემბერს განაახლოს. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ ავრცელებს, მოლაპარაკებები ვენაში, ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა.

ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.

ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხების განხილვაა დაგეგმილი.