ბილ გეითსი იტალიური კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციას განახორციელებს

ბილ გეითსი იტალიური კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის განვითარებაში ინვესტიციას განახორციელებს. დაფინანსების მიზანია მეორე თაობის ვაქცინების შემუშავება, რომლებსაც შეუძლიათ, უფრო ფართოდ გაუმკლავდნენ Sars-CoV-2 კორონავირუსის შემაშფოთებელ ვარიანტებს.

„მოხარულები ვართ, რომ ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ინვესტიცია ჩადო ReiThera-ს ტექნოლოგიაში“, - განაცხადა სტეფანო კოლოკამ, ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა და კომპანია ReiThera-ს თანადამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.

„პროექტი საშუალებას მოგვცემს, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერ-თანამშრომლების ქსელს დავუკავშირდეთ, ჩვენი ახალი GRad ვექტორული ტექნოლოგიის პოტენციალის გამოყენებით ვაქცინების შემუშავების მიზნით, რომლებიც საჭიროა ახალი COVID19-ის ვარიანტებისთვის“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ReiThera-მ უკვე შეიმუშავა GRad-COV2, Covid19-ის ვაქცინის კანდიდატი. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და კარგად ადაპტირდება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში, რაც კომპანიის დამფუძნებლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მესამე ფაზის კვლევა დაიწყოს.

ამავე თემაზე:

მეორე ფაზის კვლევისას ახალმა იტალიურმა ვაქცინამ ეფექტიანობა აჩვენა