მაიკლ კარპენტერი ეუთოში აშშ-ის ელჩად დამტკიცებაზე: ეს მართლაც უდიდესი შესაძლებლობაა, ვემსახურო ჩემს ქვეყანას

"თავს მივიჩნევ მოკრძალებულად, მადლიერად და დაფასებულად. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები ჩემს საქმეს", - ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა Twitter-ზე დაწერა.

მაიკლ კარპენტერის თქმით, წინ დიდი შესაძლებლობები აქვს.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, ახალი პოსტიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც აშშ-ის ელჩი ეუთოში. მინდა გამოვხატო, უდიდესი მადლიერება, ასეთი დაფასებისთვის. მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები ჩემს საქმეს", - წერს Twitter-ზე მაიკლ კარპენტერი.

ცნობისთვის, ეუთო-ში აშშ-ის ელჩად მაიკლ კარპენტერი სენატმა გუშინ დაამტკიცდა.