მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 249 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 249 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 225 მილიონს აჭარბებს.

ასევე, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.