მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

"მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე კი ფასები საშუალოდ 30%-ით გაიზარდ" ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO) ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფასებმა განსაკუთრებით მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთზე მოიმატა. ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდა ძირითადად კორონავირუსის პანდემიამ, მიწოდების შეფერხებამ, ქარხნების დახურვამ და პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოწვია.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, წელს რუსეთში, კანადასა და აშშ-ში მარცვლეულის ცუდი მოსავალი მოვიდა, რამაც ფასების ზრდაზე ასევე დიდი გავლენა იქონია. სპეციალისტები მოსავლის შემიცირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.