COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 227 მილიონს უახლოვდება.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 47.3 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა.