იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით არავინ გარდაცვლილა

"იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მინაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70 %-ზე მეტია ვაქცინირებული.

ამასთან,ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა, მომავალი თვიდან, მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.